პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

ბრალდების მხარე შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ასეთ სასჯელს დანაშულის სიმძიმისა და ნაფიცი მსაჯულების ერთსულოვანი ვერდიქტიდან გამომდინარე ითხოვს.

სამუდამო პატიმრობის მომხრეა მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედაც.

ადვოკატები კი, მაგდა პაპიძისთვის უფრო მსუბუქ სასჯელს ითხოვენ.

“გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაგდა არის პიროვნება, რომელიც მუდამ სიყვარულისა და სითბოს ნაკლებობას განიცდის. გთხოვთ, მისცეთ უფლება, რომ ქონდეს ცხოვრების შანსიც. ამიტომ გთხოვთ, მისცეთ სასჯელის მინიმუმი”,-აღნიშნა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლემ პაპიძის სასჯელი უნდა განსაზღვროს.

სასჯელის გამოცხადებას ბრალდებულიც ესწრება..

მაგდა პაპიძისთვის წაყენებული ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა 4 ივლისს გამოიტანეს და მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს.

ამასთან, ბრალდებულის მოთხოვნის შესაბამისად, მოსამართლემ სასჯელზე გადაწყვეტილება ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე მიიღო.

მაგდა პაპიძის პროცესი სამ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა. დაიკითხა პროკურატურის 60-მდე და დაცვის ორი მოწმე.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძე : მე არ მაქვს პრეტენზია არც სიცოცხლეზე და არც სიკვდილზე