მაგდა პაპიძე : მე არ მაქვს პრეტენზია არც სიცოცხლეზე და არც სიკვდილზე

news
: news ივლისი 6, 2016 11:38

მაგდა პაპიძე : მე არ მაქვს პრეტენზია არც სიცოცხლეზე და არც სიკვდილზე

მე არ მაქვს პრეტენზია არც სიცოცხლეზე და არც სიკვდილზე, – ამის შესახებ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

„დაკავების დღიდან ჩემი სიმართლისთვის ვიბრძვი, მაგრამ ამას ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს მენტალობაში ვერ მივაღწიე. ახლა წლებს უნდა ვებრძოლო, რომ საკუთარი ქმრისა და შვილის საფლავი ვნახო. ჩემი ღმერთის წინააღმდეგ ვერ წავალ, ამიტომ ეს გააკეთოს სახელმწიფომ. მივმართავ პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ცოცხალი არ დამტოვოს. არ მეგონა თუ გამამტყუნებელი ვერდიქტი იქნებოდა. იმ გონივრული კითხვებიდან გამომდინარე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები სვამდნენ იმედი მქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა. მე არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის ან უვადო პატიმრობის. მე თვითონ დავჯდები დენის სკამზე ისე, რომ გული არ ამიჩქარდება. და ვილოცებ მისთვის, ვინც ღილაკს ხელს დააჭერს”, – განაცხადა მაგდა პაპიძემ.

პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ასეთ სასჯელს დანაშულის სიმძიმისა და ნაფიცი მსაჯულების ერთსულოვანი ვერდიქტიდან გამომდინარე ითხოვს.

ადვოკატები კი, მაგდა პაპიძისთვის უფრო მსუბუქ სასჯელს ითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლემ პაპიძის სასჯელი უნდა განსაზღვროს.

news
: news ივლისი 6, 2016 11:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics