პრემიერ-მინისტრი უამინდობის გამო რეგიონებში შექმნილ ვითარებას გაეცნო

პრემიერ-მინისტრი კრიზისების მართვის საბჭოს, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა რეგიონებში თოვლის გამო შექმნილი პრობლემებისა და მათ აღმოსაფხვრელად მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვითარების ადგილზე გასაცნობად, დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.

რეგიონში ასევე იმყოფებიან ენერგეტიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი და პირველი ლედი საპატრიარქოში საზეიმო ტრაპეზზე იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიანოე რამიშვილის შვილიშვილი იუსტიციის სამინისტროს ეწვია