პრეზიდენტი და პირველი ლედი საპატრიარქოში საზეიმო ტრაპეზზე იმყოფებოდნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპატრიარქოში საზეიმო ტრაპეზზე იმყოფებოდნენ, რომელიც პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღე მოულოცეს.

ასევე საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილ ჯემალ სეფიაშვილის საშობაო – შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ.

საშობაო შემოქმედებითი საღამო „მიყვარხართ“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 83-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებას მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი უამინდობის გამო რეგიონებში შექმნილ ვითარებას გაეცნო