საკონდიტრო ქარხანა Roshen, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს ჰოლდინგს ეკუთვნის და რომელიც რუსეთის ქალაქ ლიპეცკში მდებარეობს, გაყიდიან – ამის შესახებ რუსულ მედიაში Roshen-ის გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ მასკალევსკიმ ისაუბრა.
“ჩვენ დაახლოებით 200 მილიონის აქტივები გავიტანეთ” -თქვა მან და დაამატა, რომ როგორც წესი, აქტივებს “ნორმალური მყიდველი არ ყავს, რადგანაც რატომღაც ყველა იატაკქვეშ წავიდა”.
2015 წლის იანვარში პოროშენკომ განაცხადა, რომ Roshen-ის აქციები სამართავად “ბრმად მიანდო სხვებს”. სანამ ის პრეზიდენტის პოსტზე იმყოფება, მას უფლება არა აქვს Roshen-ის საქმიანობაში ჩაერიოს, მათ შორის მიიღოს ინფორმაცია.