პოლონეთმა რუსეთს ყველაზე დიდი საშიშროება უწოდა

პოლონეთმა რუსეთს ყველაზე დიდი საშიშროება უწოდა

9 (1)პოლონეთის თავდაცვის მინსიტრმა, ანტონი მაჩერევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიო უსაფრთხობისათვის ყველაზე დიდ საშიშრობას წარმოადგენს.
“რუსი ხალხის პატივისცემის მიუხედავად, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წევრია, სადაც ყველა ქვეყანა ერთმანეთზეა დამოკიდებული, მაგრამ უფლება არა აქვს საკუთარი ხედვები სხვას მოახვიოს თავს, თავისი თამაშის წესები, თავისი სამხედრო ძალა არ უნდა გამოიყენოს სხვა სახელმწიფოებისა და ხალხებისადმი” – განაცხადა მინსიტრმა.

მაცეროვიჩის თქმით, ვარშავას ნატოს სამიტისათვის მზადების პერიოდი, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის მინისტრების შეხვედრები ხდება, “ნატოს არქიტექტურას სრულებით შეცვლის”.
შეგახსენებთ, რომ ნატო 2017 წლის დასაწყისისთვის აღმოსავლეთ ევროპაში 4 ათასი ჯარისკაცის დისლოცირებას აპირებს.
ვარშავას ნატოს სამიტი ივლისის დასაწყისშია დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შიხიაშვილი არჩევნებში ისანი სამგორის რაიონში მაჟორიტარად კენჭს ყრას გეგმავს
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება