ოთარ კახიძე კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

news
ავტ.: news ივნისი 16, 2016 15:42

ოთარ კახიძე კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ოთარ კახიძე ენერგეტიკის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ივანე მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს დასკვნას შეეხება.
„ჩვენ ვიცოდით კახი კალაძის კომპენტნციის შესახებ ენერგეტიკაში, როდესაც მას გაზპრომი შემოჰყავდა საქართველოში, რათა მასზე დამოკიდებული გამხდარიყო ჩვენი ენერგტიკა.
საზოგადოებამ ასევე შეიტყო , რომ მას შეძლებია სპორტსმენების მომზადება, რათა შემდგომ პოლიტიკოსები ეცემათ და მოეწყოთ ძალადობა, რაც კორცხელში ვიხილეთ, მაგრამ ახლა შევიტყვეთ, რომ მას თურმე ევროპული ადამიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია სცოდნია და იურიდიულ დეტალებს იცნობს. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა მე ვურჩევ კალაძეს, რომ გაეცნოს სასმართლოს გადაწყვეტილების 106-ე და 107-ე პუნქტებს, სადაც ცხადადაა მოცემული, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, მთელი მისი პატიმრობა ემსახურებოდა არა სამართლებრივ მიზნებს, არამედ პოლიტიკურ მოტივაციას. კერძოდ, მიზნად ისახავდა მისგან ინფორმაციის გამოძალვას და ამას ახორციელებდა უმაღლესი თანამდებოების პირი – მთავარი პროკურორი, ხელს აფარებდნენ პრემიერი, სასჯელაღსრულების მინისტრი.
მთავრობა, ნაცვლად ასეთი კომენტარებისა სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიოში საქართველოს იმიჯს ეხება”,- განაცხადა კახიძემ.

news
ავტ.: news ივნისი 16, 2016 15:42

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics