“პირველ არხზე GDS-ის, 20/30-ის დესანტი გადასხეს”

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან შეხვედრაზე მან ყურადღება “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე პროცესებზე და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე გაამახვილა:

“მედია-პლურალიზმის ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული, 40-მილიონიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის “ჯიდიესიზაცია“ ხდება – პირველ არხზე GDS-ის, 20/30-ის დესანტი გადასხეს. როდესაც ამბობენ, რომ არხის დაბალი რეიტინგის გამო უნდა მოხდეს ადამიანების საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება და წინასაარჩევნო პერიოდში მისი დახურვა, ვხედავთ, რომ სახელმწიფო ტელევიზიაში, რომელიც ეკუთვნის ყველას, პროცესებს ნულოვანი რეიტინგის მქონე ტელევიზიის თანამშრომლები მართავენ. რეალურად ხდება ამ არხის დაპყრობაც, ისევე როგორც მცდელობა იმისა, რომ პარლამენტის სხდომები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ არ გადაიცეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიივანკა ტრამპი თეთრ სახლში მრჩევლად დაინიშნა
შემდეგი სტატია“სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში საამაყო არაფერია“- გოცირიძე