ფიდელ კასტრომ მკაცრი წერილით უპასუხა ობამას კუბაში ვიზიტს

ფიდელ კასტრომ თავისი 89 წლის იუბილე აშშ-ს წინააღმდეგ წერილით აღნიშნა

კუბას ყოფილმა პრეზიდენტმა, ფიდელ კასტრომ ამერიკის პრეზიდენტის კუბაში ვიზიტთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება საკმაოდ მკაცრ წერილში გამოხატა, სადაც ის კუნძულოვანი სახელმწიფოს წინააღმდე აშშ-ს მიერ განხორციელებულ ყველა აგრესიას იხსენებს.
„ჩვენ არ გვჭირდება იმპერიისგან საჩუქრები“ – ნათქვამია წერილში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა კუბურმა მედიამ.
„ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ მან გაიაზროს წარსული იმის მაგივრად, რომ კუბას
პოლიტიკაზე საკუთარი აზრები გამოთქვას“ – დაწერა კასტრომ წერილში.
წერილი ათასხუთასი სიტყვისგან შედგება და ის აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას კუბაში სამდღიანი ვიზიტზე ფიდელ კასტროს დამოკიდებულებას აღბეჭდავს.
შეგახსნებთ, რომ ვიზიტის დროს ობამამ აღნიშნა, რომ მისი სურვილია აშშ-ს-კუბას შორის არსებული „ცივი ომი“ დაასაფლავოს.
ვიზიტი უკანასკნელი 92 წლის მანძილზე აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაკრემლმა დასავლეთი მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში დაადანაშაულა