“ფეისბუქ-ქილერმა” პოლიციის დევნისას თავი მოიკლა

ამერიკის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია სტივ სტივენსის თვითმკვლელობის შესახებ, რომელმაც ოჰაიოში შემთხვევით შემხვედრი ხანშიშესული მამაკაცი მოკლა და შემდეგ ვიდეო “ფეისბუქში” გამოაქვეყნა.
სტივენსის მსხვერპლი 74 წლის რობერტ გოდვინი იყო, რომელიც ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა. ბოროტმოქმედის ტელეფონის სიგნალი პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში დაფიქსირდა, დანაშაულის ადგილიდან 160 კმ-ში.
ეჭვმიტანილი ავტომობილით მიმალვას ცდილობდა, მაგრამ დევნის დროს მან მანქანა გააჩერა და თავი მოიკლა – “ბიბისი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) შორენას აქვს ჩვენთან, 2 ადამიანთან ნათქვამი, რომ მე მიწევსო მღვდელმთავრების დამუშავება, რომ სისულელეები არ თქვან
შემდეგი სტატია“ჩვენ სამშობლო თავზე გვემხობა, შეიძლება ხვალ გავიღვიძოთ და ჩვენმა შვილებმა ვეღარ დაინახონ საქართველო”