ფადი ასლი განცხადებას ავრცელებს-როდესაც თქვენ მე მომკლავთ, სხვა ფადი ასლები წამოდგებიან ფეხზე

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ახალ გაცხადებას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის სამ წევრს ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენეს ბიზნესმენებმა, რომლებმაც საკუთარი მიზნის მისაღწევად, სამივე კომპანიისგან თაღლითურად მიეღოთ 150 მილიონი დოლარი, ერთი და იგივე კორუმპირებული მოსამართლე გამოიყენეს.

“მივმართავ საზოგადოებას, დააკვირდნენ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დანაშაულებრივად მოაზროვნეები, რომლებიც გეგმავდნენ უცხოური კომპანიების ხარჯზე ფულის გაკეთებას, ორგანიზებას გაუკეთებენ ჩემს წინააღმდეგ მიმართულ მედია კამპანიას, რათა შელახონ ჩემი რეპუტაცია. გარდა ამისა, ისინი შეეცდებიან გამოიყენონ მართლმსაჯულება ჩემს საწინააღმდეგოდ და ასევე ეცდებიან ფიზიკური ზიანიც მომაყენონ. ამ დამნაშავეებს მე ვეუბნები: შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ ბინძური ჟურნალისტი დაიქირაოთ, გამოიყენოთ თქვენი ოფიციალური კონტაქტები ან ვინმე დაიქირაოთ ჩემს მოსაკლავად. ვერაფერი მაიძულებს მე არ ვილაპარაკო სიმართლე და არ დავიცვა ჩემი წევრები თქვენი შანტაჟისა და რეკეტისგან. როდესაც თქვენ მე მომკლავთ, სხვა ფადი ასლები წამოდგებიან ფეხზე თქვენი დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ. იცოდეთ, რომ მე უკვე დავაგზავნე ინფორმაცია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე და შესაბამისად, რაც არ უნდა მომივიდეს მე, ჩემი ოჯახის წევრებს თუ ჩემს პარტნიორებს, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-დაქტო პარალმენტის დეპუტატები (ფოტო)
შემდეგი სტატიაvideo მალტაში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი ანტიოლიგარქიული სპიჩით გამოვიდა