ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომას არ მოიწვევს- უარი მოშიმშილეებს

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე უარი განაცხადა. სხდომის ჩატარებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ითხოვდნენ, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ. საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე ამბობს, რომ თავმჯდომარის, დავით დარჩიას უარი რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, ცინიკურია.
მოშიმშილეები აცხადებენ, რომ ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და კონკრეტულ გეგმას და მოთხოვნებს ხვალ, აქციაზე გაახმოვანებენ.
ოზურგეთში საპროტეტსო აქცია ხვალ 3 საათზეა დაგეგმილი. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები და “ენმ”-ს ლიდერები ბესო ქათამაძის ცემისთვის, “ქართული ოცნების” წევრების დასჯას და სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე მარათონს “თბილისი“ შეუერთდება
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართა