“ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი რჩება იმავე კომპანიის მფლებელობაში”- ვახტანგ აბაშიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის რუსეთის ხელში გადსვლაზე და კომპანია ვიმპელკომზე საუბრობს. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ კავკასუსუს ონლაინის საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისებაზე.

“ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი და საერთოდ საქართველოზე გამავალი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განიხილება კავკასუს ონლაინის საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისება კომპანია მობიტელისთვის, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ რუსული ვიმპელკომი. ეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი რჩება იმავე კომპანიის მფლებელობაში “ – განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – ბედნიერია ადამიანი, რომელიც მიწიერ გამოცდას ღირსეულად აიტანს
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა