ილია მეორე – ბედნიერია ადამიანი, რომელიც მიწიერ გამოცდას ღირსეულად აიტანს

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ღირსეულად აიტანს ამ მიწიერ გამოცდას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე ბრძანა.

მისი თქმით, დრონი იცვლებიან და დროსთან ერთად იცვლებიან ადამიანებიც. “ბედნიერია ის ერი, რომლებიც იცვლებიან, ადიან სრულყოფილების კიბეზე, ადიან მაღლა, მაგრამ არიან ადამიანები და ერი, რომლებიც მიდიან დაბლა და ეცემიან. ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა და ბედნიერია ის, რომელიც ღირსეულად აიტანს ამ მიწიერ გამოცდას”, – ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ასევე ბედნიერია ის ადამიანი, ვისთანაც უფალია. “ღმერთმა ინებოს, რომ მარტო არასდროს ვიყოთ და ჩვენთან იყოს უფალი”, – აღნიშნა ილია მეორემ.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/365150-ilia-meore-bednieria-adamiani-romelic-mitsier-gamocdas-ghirseulad-aitans.html

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები 4 თვით შეჩერდება
შემდეგი სტატია“ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი რჩება იმავე კომპანიის მფლებელობაში”- ვახტანგ აბაშიძე