ოპოზიციური პარტიების შეფასებით ნარმანიამ ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა

საკრებულოს გუშინდელი სხდომის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები მერის იმპიჩმენტის გამარტივებას პროგნოზირებენ. დეპუტატების შეფასებით, დავით ნარმანიამ ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა.

მათი განცხადებით, მერი კონკრეტულ პრობლემებზე სასაუბროდ მზად არ იყო. საკრებულოს ოპოზიციაში მერისთვის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად ხელმოწერებს აგროვებენ.

“კონსენსუსი არსებობს იმის თაობაზე, რომ ის აშკარად ვერ ართმევს თავს თავის მოვალეობას. აშკარად თვითონაც ვერ ღებულობს გადაწყვეტილებებს და სხვები ღებულობენ მის მაგივრად გადაწყვეტილებებს. ამ სიტუაციაში ცხადია, რა პასუხის არ უნდა გასცეს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისი მხრიდან, მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და დედაქალაქისთვისაც ყველაზე სწორი იქნებოდა თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ,” – აცხადებს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშითურქეთში გადატრიალების მოწყობის ბრალდებით სამი დიპლომატი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი EPP-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა