ნინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ფარული წევრია

news
: news მარტი 1, 2016 14:15

ნინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ფარული წევრია

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ სახელისუფლებო კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირება შეაფასა.

ინგა გრიგოლიას გადაცემა „დღის ამბებში“ ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ნაკლებად საინტერესოა, ვინ რა ადგილს დაიკავებს კოალიციაში. მისი თქმით, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია სრული შემადგენლობით ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

„დღეს მოდაში შემოვიდა, მათ შორის ოპოზიციურ ძალებშიც, რომ აკრიტიკებენ „რესპუბლიკურ” პარტიას და არ აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს. ეს ხდებოდა ყოფილი პრემიერის დროსაც, როდესაც ღარიბაშვილი და ივანიშვილი იყვნენ კარგები, ხოლო „რესპუბლიკელები“ ცუდები. ეს ტენდენცია დღესაც ძალიან ნათლად შეინიშნება,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციაში ყოფნა არის არა „რესპუბლიკელების“, არამედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

„ყველაფერი რასაც აკეთებენ „რესპუბლიკელები“, არის არა მათი ბრალი ან დამსახურება, არამედ, ბიძინა ივანიშვილის ბრალი და დამსახურება, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, თავად არის ნამდვილი “რესპუბლიკელი”. თავისი არსით, მენტალიტეტითა და იმ გადაწყვეტილებით, რომ „რესპუბლიკური პარტია“ თავის დროზე აერჩია კოალიციის საძირკველად, მე მაძლევს საშუალებას განვაცხადო, რომ ბიძინა ივანიშვილი არის „რესპუბლიკური პარტიის“ ფარული წევრი“-აღნიშნა ბურჯანაძემ.

news
: news მარტი 1, 2016 14:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics