თამაზ მეჭიაური: საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება

რომ ვუყურებ საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ადიგენში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, საქართველოში “უმცირესობები” გაცილებით უფრო მეტი უფლებებით სარგებლობენ ვიდრე “უმრავლესობა”. თუ რას გულისხმობდა მეჭიაური უფლებების შეზღუდვაში განმარტა, რომ “შიშით ვერაფერი უთქვამს”.

“საქართველოში რომ ვუყურებ, ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, ანუ უმრავლესობის – ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის. შიშით ვერაფერი უთქვამს უმრავლესობას და ყველაფერს ფობიას ეძახიან.

იზღუდება მართლმადიდებლების უფლებებიც, იმიტომ რომ მთელი რიგი მცირერიცხოვანი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები რიგ შემთხვევებში ძალიან მკვეთრად აკრიტიკებენ მთავრობას, რასაც არასოდეს არ აკეთებს მართლმადიდებელი ეკლესია, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაღაც პოზიციებს არ ეთანხმება. ასე, რომ გაცილებით მეტი უფლებებით სარგებლობენ უმცირესობები ჩემი აზრით, ვიდრე უმრავლესობა. ხელოვნურად წარმოქმნილი კონფლიქტებია არარსებულ თემებზე”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ფარული წევრია
შემდეგი სტატია“უკვე გული მიგრძნობს, მეც იქვე ახლოში ვიქნები!”- ალექსი პეტრიაშვილის პირველი ფეისბუქ-პოსტი