“მე ნამდვილად არ მომიწვევია, სხვა საკითხები გარკვევას ექვემდებარება”- ციხელაშვილი ლუჟკოვის ვიზიტზე

მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის თბილისში ყოფნის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი განცხადებას აკეთებს.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ლუჟკოვის ვიზიტის მიზნების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
“მე ნამდვილად არ მომიწვევია და ეს თამამად შემიძლია გითხრათ. მისი ვიზიტის მიზნების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მე და არც ჩემს კოლეგებს არ მოგვიწვევია. სხვა საკითხები გარკვევას ექვემდებარება”- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

როგორც ცნობილია, მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი თბილისშია. ის გუშინ წირვას დაესწრო, რომელიც მამა სერაფიმემ აღავლინა. მოსკოვის ყოფილი მერი ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმეჯერაა ნამყოფი და ამით მას დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს კანონი.

banner
წინა სტატიაშიეს სამართლიანი საარჩევნო სისტემის შთაბეჭდილებას არ ტოვებს-მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაიური ლუჟკოვი – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, საქართველო უკეთ იგრძნობს თავს