ეს სამართლიანი საარჩევნო სისტემის შთაბეჭდილებას არ ტოვებს-მარგველაშვილი

Georgia's President Georgy Margvelashvili addresses the parliament during a session in Kutaisi, Georgia, February 3, 2016. REUTERS/Leli Blagonravova/Georgian Presidential Press Service/Handout via Reuters ATTENTION EDITORS - THIS PICTURE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY. REUTERS IS UNABLE TO INDEPENDENTLY VERIFY THE AUTHENTICITY, CONTENT, LOCATION OR DATE OF THIS IMAGE. FOR EDITORIAL USE ONLY. NOT FOR SALE FOR MARKETING OR ADVERTISING CAMPAIGNS. THIS PICTURE IS DISTRIBUTED EXACTLY AS RECEIVED BY REUTERS, AS A SERVICE TO CLIENTS. EDITORIAL USE ONLY. NO RESALES. NO ARCHIVE.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, კონსტიტუციის ახალი პროექტით გათვალისწინებულ საარჩევნო სისტემას უსამართლოს უწოდებს. განცხადება პრეზიდენტმა ბათუმში, კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და ეს ამ საარჩევნო სისტემაში უზრუნველყოფილია, მაგრამ შიგნით არის ჩადებული ისეთ სისტემა, რომელიც ჩემზე და ბევრ ადამიანზე არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის სამართლიანი სისტემა. რა არის არჩევნების სამართლიანობის განმსაზღვრელი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვასრულებთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, მივდივართ საარჩევნო უბანში და ვირჩევთ პოლიტიკოსს. თითოეული ჩვენი ხმა არის უაღრესად ფასეული. ეს ხმა ქმნის ხელისუფლებას, ამ ხმების გათვალისწინება ქმნის დემოკრატიას და შევხედოთ, რა სისტემა არის ჩამოყალიბებული. პირველი – 5% საარჩევნო ბარიერი, რომელიც თავისთავად ოპოზიციური პარტიებისთვის პრობლემურად მაღალია, შემდგომი ნაბიჯი – ბლოკების უარყოფა, როდესაც მე ვუსმენდი პატივცემულ გამომსვლელებს, მათთვის ესეც მიუღებელია,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში,,ეს გადავსებული დარბაზი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ მივალთ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნამდე“ – პრეზიდენტი
შემდეგი სტატია“მე ნამდვილად არ მომიწვევია, სხვა საკითხები გარკვევას ექვემდებარება”- ციხელაშვილი ლუჟკოვის ვიზიტზე