იუსტიციის მინისტრი განხორციელებული სტრუქტურულ და სამთავრობო ცვლილებებს დადებითდ აფასებს. თეა წულუკიანის განცხადებით, ცვლილებების განხორციელების მიზეზი, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„ცვლილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის მხრიდან ერთადერთ მიზანს ისახავს, ეს არის ნაკლები ხარჯებით იგივე ან უფრო მეტი საქმის კეთება, უფრო მეტი კვალიფიციური კადრის ყოლა საჯარო სამსახურში და რეალურად სახელმწიფო სტრუქტურების კონკურენტუნარიანობა,“ – აცხადებს თეა წულუკიანი.