სტრუქტურული ცვლილებებისკენ არის დროული – ლევან იზორია

გადაწყვეტილება განპირობებულია იმ ამოცანით, რომ სახელმწიფო გახდეს უფრო მოქნილი, ნაკლებად ბიუროკრატიული – ამ განცხადებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

ლევან იზორია სამინისტროების ოპტიმიზაციის პროცესს და სამთავრობო გადაადგილებებს დროულს უწოდებს. მისი თქმით, სიახლე პირველ რიგში სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების წაადგება.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ცვლილებები მიზანია, ქვეყანა გახდეს უფრო მოქნილი.

„ბატონი პრემიერის გადაწყვეტილება მიმართული ცალკეული უწყებების რეორგანიზაციისკენ, სტრუქტურული ცვლილებებისკენ არის დროული და განპირობებული იმ ამოცანით, რომ სახელმწიფო გახდეს უფრო მოქნილი, ნაკლებად ბიუროკრატიული,“ – აცხადებს ლევან იზორია.

banner
წინა სტატიაშითბილისში მინიმარკეტი გაქურდეს
შემდეგი სტატია“ნაკლები ხარჯებით იგივე ან უფრო მეტი საქმის კეთება” – წულუკიანი ცვლილებებზე