„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, ქუთაისსა და მარტვილში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიღებს თუ არა მეორე ტურში მონაწილეობას, ასევე შევა თუ არა ნიკა მელია საკრებულოს წევრად.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავს იკავებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს საბჭომ.

როგორც ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძემ სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, პარტიას ჰყავს კოლექტიური მართვის ორგანო და არავის პირადი აზრი არ აქვს, ვიდრე კოლექტიურად არ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„პარტია არ იმართება ერთი, ორი ან სამი ადამიანის მიერ. დღეს უამრავი ადამიანი იკრიბება, მათ შორის, რეგიონებიდან. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რას იტყვიან ქუთაისელი კოლეგები. პარტიის მომავალზე ყველაზე კარგად იმოქმდებს ის, რომ ყველა გადაწყვეტილება მივიღოთ დემოკრატიულად, უმრავლესობით. არგუმენტები არის მონაწილეობის მისაღებადაც და მის საწინააღდეგოდაც“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“შევეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები მავნებლობა გავაკეთებინოთ “ქართულ ოცნებას”
შემდეგი სტატია,,ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ალეკო ელისაშვილის განცხადების შინაარსი და პათოსი”