„ნაციონალური მოძრაობა“ უზენაეს სასამართლოსთან საპროსტესტო აქციას გამართავს

პრეზდენტი პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთო ?

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, დღეს, უზენაეს სასამართლოსთან საპროსტესტო აქციის გამართვა იგეგმება.

როგორც მან აღნიშნა, უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზეწოლით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, უკანონო გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.

მისივე თქმით, აქცია ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოა და ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის გამომხატველი იქნება.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვლიდან 15 თბერვლის ჩათვლით, უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზეწოლით „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, უკანონო გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში იხილეთ, თუ როგორ არის ხელისუფლება მთელი თავისი ბიუროკრატიული რესურსით ჩართული, რომ სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. ხელისუფლება უკანონო გადაწყვეტილების შემკვეთად რჩება, სადაც ჩართულია ყველა – დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და გაგრძელებული მისი დაცვის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის უწყებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, საპროტესტო აქცია 13:30 საათზე, მეტროსადგურ „რუსთაველთან“ დაიწყება და მსვლელობით, უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ 10 თებერვალს, 13:30 საათზე, „რუსთაველის“ მეტროსთან იკრიბება, რათა მსგავსი უხეში ჩარევა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გააპროსტესტოს. მას შემდეგ, რაც შევიკრიბებით, მსვლელობით უზენაეს სასამართლოსკენ დავიძვრებით, სადაც აქციას ჩავატარებთ, რომელიც იმ სისაძაგლეს მოემსახურება, რომელსაც ერთი მხრივ, ივანიშვილის მხრიდან აქვს ადგილი და მეორე მხრივ, ეს იქნება სოლიდარობა იმ პატიოსანი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილი არიან უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე სენატორ ტედ ქოქრანს შეხვდა
შემდეგი სტატიაავარია თერჯოლაში – დაშავებულია 6 სამხედრო მოსამსახურე