ავარია თერჯოლაში – დაშავებულია 6 სამხედრო მოსამსახურე

6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა თერჯოლის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, მოსრიალდა და ხეს შეეჯახა.

სამხედრო მოსამასახურები სხვადასხვა დაზიანებებით ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებულები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოძიება მე-400 მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპულუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ უზენაეს სასამართლოსთან საპროსტესტო აქციას გამართავს
შემდეგი სტატიახელშეკრულება “გაზპრომთან” – “საია” საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს