N5 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა „მოდით, მნახეთ, მე აქ ვსახლობ, მზე აქ შემიჩერებია“ გაიმართა.

13690698_1041449965931034_4145607795263673384_n

ღონისძიებას ჟურნალ „კარიბჭის“ რედაქტორი, საპატრიარქოს, მწერალთა კავშირისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, თეატრალიზებული წარმოდგენის სცენარის ავტორი და რეჟისორი ერთ-ერთი მსჯავრდებული ქალბატონია. სცენისთვის დეკორაციებიც თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს. წარმოდგენა პანტომიმის, მუსიკალურ, იუმორისტულ, თეატრალურ და სხვა სახის ელემენტებს აერთიანებდა და მაყურებელს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ცხოვრების, განცდებისა და გრძნობების შესახებ მოუთხრობდა.

13770530_1041449905931040_7122291254627600178_n
სპექტაკლის შემდეგ მწერალმა ბადრი ქუთათელაძემ დაწესებულების ხელმძღვანელობას და დადგმაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმოდგენა პოზიტიურად შეაფასა.

„წარმოდგენა ემოციური, ტკივილიანი და ამასთანავე, პოზიტიური იყო. დიდი მადლობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, დაწესებულების ხელმძღვანელობას, ასევე იმ ქალბატონებს, რომლებიც სცენაზე იდგნენ. მიუხედავად დიდი ემოციებისა და ტკივილისა მათ ლამაზად წარმოადგინეს ყველაფერი,“- განაცხადა მწერალმა ბადრი ქუთათელაძემ.

როგორც N5 დაწესებულების დირექტორი ნესტან ვერულაშვილი აცხადებს, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მხრივ, არაერთ აქტივობას ახორციელებს.

„მსჯავრდებული ქალბატონების ინიციატივით დაიწერა პიესა, რომელიც შემდეგ სპექტაკლის სახით დაიდგა. დაწესებულებაში მყოფი ქალბატონები აცხადებენ, რომ მსგავსი სოციალური აქტივობები მათ რესოციალიზაციაში ეხმარებათ. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მხრივ, არაერთ აქტივობას ახორციელებს,“ – განაცხადა N5 დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა.

ღონისძიების ბოლოს მოწვეულმა სტუმრებმა მსჯავრდებულ ქალბატონებს თეატრალიზებული წარმოადგენისთვის მადლობა გადაუხადეს.

banner
წინა სტატიაშიმიუნხენის თავდამსხმელი ფსიქიკური ავადმყოფი იყო
შემდეგი სტატია“ბრავო” ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა