“მთავრობა “მაესტროში” მიმდინარე პროცესებისგან შორს დგას”

news
: news თებერვალი 4, 2016 12:36 განახლებულია

“მთავრობა “მაესტროში” მიმდინარე პროცესებისგან შორს დგას”

მნიშვნელოვანი

  • იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით, მთავრობის პოზიცია უცვლელია და ის მეწილეების დავაში ვერ ჩაერევა.

სხვა სტატიები

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ტელეკომპანია “მაესტროსთან” დაკავშირებით, მთავრობის პოზიცია უცვლელია და ის მეწილეების დავაში ვერ ჩაერევა.

როგორც წულუკიანი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ “მაესტრო” დარჩეს ქართულ მედიასივრცეში.

“მთავრობის პოზიცია და ჩემი პოზიცია არის ის, რაც მანამდე იყო. ჩვენ შორს ვდგავართ ამ პროცესებისგან და შიდა პროცედურული, თუ სხვა არსებითი საკითხები მეწილეებმა ერთმანეთში უნდა გადაწყვიტონ. ერთადერთი, იმას ვისურვებდი, რომ “მაესტრო” დარჩეს ჩვენთან, ფუნქციონირებდეს და საქართველოს ჰყავდეს, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება, რომელიც საზოგადოებას დამოუკიდებელ ინფორმაციას მიაწვდის”, – განაცხადა წულუკიანმა.

news
: news თებერვალი 4, 2016 12:36 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics