“მაესტროში“ მიმდინარე პროცესები არც ჩემი და არც მთავრობის საქმეა არაა”

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე კომენტარს არ აკეთებს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, “მაესტრო” კერძო კომპანიაა და მის გარშემო მიმდინარე პროცესები მთავრობის საქმე არაა.

“მაესტროსთან“ დაკავშირებით მე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არ არის ჩემი საქმე, არც მთავრობის საქმეა. კერძო ტელეკომპანიაა ძალიან დიდი ისტორიით. ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ თავდაცვის მინისტრმა დაიწყოს ამ თემაზე კომენტარების კეთება“, – განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” მეწილეთა რიგებში ცვლილებები განხორციელდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ასახული ცვლილებების თანახმად, “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა.

გაჩეჩილაძემ, რომელიც ტელევიზიის 25%-იან წილს უკვე ფლობდა გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან 15-15 პროცენტი შეიძინა. ტელეკომპანია “მაესტროს” მეწილეთა რიგებში განხორციელებული ცვლილებები უკვე აისახა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

დოკუმენტის თანახმად “მაესტროს” აქციების 25%-ს მფლობელი მაკა ასათიანი, 15%-ის მფლობელი მამუკა ღლონტი, 5%-ის კი ეკატერინა აკობია რჩება.

ამასთან, არხის ახალი მენეჯმენტი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაში“მთავარი დამნაშავე უნდა ვეძებოთ თბილისის მერიაში” – ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატია“მთავრობა “მაესტროში” მიმდინარე პროცესებისგან შორს დგას”