“მთავრობა “მაესტროში” მიმდინარე პროცესებისგან შორს დგას”

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ტელეკომპანია “მაესტროსთან” დაკავშირებით, მთავრობის პოზიცია უცვლელია და ის მეწილეების დავაში ვერ ჩაერევა.

როგორც წულუკიანი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ “მაესტრო” დარჩეს ქართულ მედიასივრცეში.

“მთავრობის პოზიცია და ჩემი პოზიცია არის ის, რაც მანამდე იყო. ჩვენ შორს ვდგავართ ამ პროცესებისგან და შიდა პროცედურული, თუ სხვა არსებითი საკითხები მეწილეებმა ერთმანეთში უნდა გადაწყვიტონ. ერთადერთი, იმას ვისურვებდი, რომ “მაესტრო” დარჩეს ჩვენთან, ფუნქციონირებდეს და საქართველოს ჰყავდეს, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება, რომელიც საზოგადოებას დამოუკიდებელ ინფორმაციას მიაწვდის”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“მაესტროში“ მიმდინარე პროცესები არც ჩემი და არც მთავრობის საქმეა არაა”
შემდეგი სტატია“კრიზების საბჭოსა და უშიშროების საბჭოს გაერთიანება არასწორი იქნება”