“კრიზების საბჭოსა და უშიშროების საბჭოს გაერთიანება არასწორი იქნება”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოები არ უნდა გაერთიანდეს.

ხაიდაშელი “თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი აზრით, აღნიშნული ინიციატივა სწორი არაა. თუმცა ხიდაშელი აცხადებს, რომ ნებისმიერი წინადადება განხილვას ექვემდებარება.
“მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი ინიციატივაა, თუმცა ბუნებრივია ნებისმიერი წინადადება განხილვას ექვემდებარება და შეგვიძლია ვისმჯელოთ. თავისთავად ქვეყნის ახალი კონსტიტუციური წესრიგი ამ საკითხზე ძალიან ნათელ პასუხებს იძლევა. ქვეყანას ჰყავს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის მეთაურიც აღარ არის პრეზიდენტი, შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს კრიზისის მართვის დროს, ქვეყნის ეფექტური და სწრაფი მართვის ბერკეტი უნდა ჰქონდეს. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ კანონმდებლობაში რამე დასახვეწია, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია და შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ამ ორი საბჭოს არსებობა აბსოლუტურად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, უშიშროების საბჭო საომარი მოქმედებების დროს იკრიბება და მსჯელობს, ხოლო 13 ივნისის მსგავსი მოვლენების დროს კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო მუშაობს.
“არსებობს საომარი მდგომარეობა, როცა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იწყებს მუშაობას. შესაბამისად საფრთხეებზე, ამ საკითხებზე მუშაობს ეროვნული უშიშროების საბჭო, მაგრამ არსებობს კრიზისები, მაგალითად 13 ივნისის მსგავსი, რომელიც იმედია აღარ განმეორდება და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკისრება. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს უნდა ჰქონდეს საშუალება მართოს ეს კრიზისი. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს საბჭო“, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ კრიზების მართვის საბჭოსა და უშიშროების საბჭოს გაერთიანების ინიციატივით გამოვიდნენ.
banner
წინა სტატიაში“მთავრობა “მაესტროში” მიმდინარე პროცესებისგან შორს დგას”
შემდეგი სტატია“უარესები უნდა მეთქვა”- გოგი თოფაძე პირდაპირ ეთერს ითხოვს