მთავარი პროკურორი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ალექსანდრე კელჩევსკის შეხვდა.

მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაინტერესდა წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობაზე, რაზეც მთავარმა პროკურორმა სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი თელავში რთველის მიმდინარეობას გაეცნო
შემდეგი სტატიაწალენჯიხა დაისეტყვა