მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში” „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობას ბიძინა ივანიშვილი შეუერთდა

მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში” „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობას ბიძინა ივანიშვილი შეუერთდა.

შენობაში შესვლამდე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომენტარს ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ყრილობას მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ. ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.

დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიექსპერტიზის ეროვნული ბიურო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პროცედურებზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაპარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გახდა