მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში” „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობას ბიძინა ივანიშვილი შეუერთდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 11, 2018 16:55

მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში” „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობას ბიძინა ივანიშვილი შეუერთდა

მნიშვნელოვანი

  • მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში” „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობას ბიძინა ივანიშვილი შეუერთდა.

სხვა სტატიები

მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში” „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობას ბიძინა ივანიშვილი შეუერთდა.

შენობაში შესვლამდე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომენტარს ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ყრილობას მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ. ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.

დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 11, 2018 16:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics