,,მრცხვენია აღიარება, რომ თბილისის ოქროს ხანა რუსეთის იმპერიული მმართველობის პერიოდი იყო”

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

შენ დალოცვილო, ამ რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ ბოტანიკურ ბაღში და რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ ისტორიულ თბილისში რომ არ ჩადგა შენი ფანტაზიის ნაყოფი, ან შუშის შენობა , ან რაღაც სასტუმრო, სხვაგან რომ გაიტანო არ შეგიძლია?!, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, “PALITRANEWS”-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ყველა ერჩის ძველ თბილისს და ყველას უნდა ძველ თბილისში თავისი ფანტაზიები აისრულოს. ამ კონტექსტში საუბრისას დეპუტატმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ახსენა.

”ყველა ერჩის ამ ძველ თბილისს. ყველას უნდა ძველ თბილისში რაღაც თავისი ფანტაზიები აისრულოს. იქნება ეს სააკაშვილი… რადგან არაჩვეულებრივი სივრცეა. ვერ ხვდებიან, რომ თავისი ფანტაზიებით აოხრებენ იმ სივრცეს. შენ დალოცვილო, ამ რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ ბოტანიკურ ბაღში და რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ ისტორიულ თბილისში რომ არ ჩადგა შენი ფანტაზიის ნაყოფი ან შუშის შენობა, ან რაღაც სასტუმრო, სხვაგან რომ გაიტანო არ შეგიძლია?! თბილისი გაიზარდა ნაწილ-ნაწილ. ზოგი განავითარა რუსეთის იმპერიულმა მმართველობამ, არაჩვეულებრივი შენობები ჩადგეს რუსთაველზე და სხვაგან, საზოგადოებრივი ბაღი გააკეთეს რუსებმა. მრცხვენია ამის აღიარება, რომ ქალაქის ოქროს ხანა რუსეთის იმპერიული მმართველობის პერიოდი იყო. მუშტაიდი იყო ირანელი კაცი, რომელმაც გააკეთა ბაღი და აჩუქა ქალაქს. ბიძინა ივანიშვილი დგას და ბოტანიკურ ბაღს ღობეს უკეთებს. ამაშია სხვაობა და ეს არის აღმაშფოთებელი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ივანიშვილი იყურება აივნიდან და სურს ყველაფერი შემოღობოს”
შემდეგი სტატია(+ვიდეო ) ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე სააკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა