მოსამართლე ურთმელიძემ რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი რ 2-ის დროებით მმართველებად დანიშნა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შესახებ. ურთმელიძემ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ახალი დროებითი მენეჯმენტი დაუნიშნა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, არხის მოქმედი ხელმძვანელობის უფლებამოსილება შეჩერებულია.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, განჩინება დღეს გამოქვეყნა.

განჩინებაში ურთმელიძე მეხუთე მუხლში მიუთითებს, რომ “შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი”.

მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.

მეშვიდე პუნტქტით კი მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.

ურთმელიძე განჩინებაში ასევე წერს “დროებით მმართველს განემარტოს, რომ თუ ის (ისინი) არ შეასრულებს საწარმოს კეთილსინდისიერად მართვის მოვალეობას, იგი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ”.

ურთმელიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განჩინების გამოქვეყნებისთანავე უნდა აღსრულდეს, ანუ 5 ნოემბერს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე:რა გამოსავალი დარჩა მაშინ, როცა ყველა კანონიერი გზა მოჭრილია მხოლოდ საკუთარი ძალით დაცვა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2″–ის შენობასთან არხის მხარდამჭერები იკრიბებიან