მომავლის იმედი არ აქვს ხალხს, ძალიან დიდი პრობლემებია

6burchulladze-gardabanshiმომავლის იმედი არ აქვს ხალხს, ძალიან დიდი პრობლემებია.” – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გარდაბანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ბურჭულაძემ გარდაბანში „საქართველოს განვითარების ფონდის“ ოფისი გახსნა. ფონდის დამფუძნებელმა და ორგანიზაციის წევრებმა ადგილობრივებთან შეხვედრებიც გამართეს. მათ კულტურის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ფონდის მიზნები და გეგმები გააცნეს. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა და საზოგადოებას ამ პრობლემების მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.

„მომავლის იმედი არ აქვს ხალხს, ძალიან დიდი პრობლემებია. მე მიხარია რომ მოსახლეობა ერთიანდება ჩვენს ფონდში და ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები გამოვასწოროთ მათი ცხოვრება და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ რადგანაც ხალხი მონდომებულია დაუდგეს „საქართველოს განვითარების ფონდს“. – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისო ჩაფიძე :არჩევნების პროპორციული სიით ჩატარება უმჯობესია
შემდეგი სტატია(video) ანექსირებული ყირიმის საზღვართან ვაშინგტონმა F22-ის ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა