მმართველი გუნდი მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევის წესის შემოღებასთან დაკავშირებით პარტიების პოზიციას ელოდება

news
: news დეკემბერი 8, 2015 16:47 განახლებულია

მმართველი გუნდი მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევის წესის შემოღებასთან დაკავშირებით პარტიების პოზიციას ელოდება

მნიშვნელოვანი

  • მმართველი კოალიცია მაჟორიტარების 50%-იანი ბარიერით არჩევის წინადადებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიებისგან პოზიციის დაფიქსირებას ელოდება.

სხვა სტატიები

მმართველი კოალიცია მაჟორიტარების 50%-იანი ბარიერით არჩევის წინადადებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიებისგან პოზიციის დაფიქსირებას ელოდება.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, სწორედ მათი პოზიციის შესაბამისად აისახება სათანადო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში.
“კოალიციაში არის იმის მზაობა, საარჩევნო კანონმდებლობაში ასეთი ტიპის ცვლილება შევიტანოთ. უბრალოდ, სურათი დახატული იყოს ისე, რომ “ამას იმიტომ აკეთებთ, რომ მმართველი კოალიციის ინტერესებშია”. ეს არის თემა, რომელიც სამსჯელოდ გახსნილია. თუ თვლით, რომ 50%-იანი ბარიერის საკითხი მმართველი კოალიციის ინტერესებშია და საკითხი ხელის გადაგრეხვის პრინციპით, ძალით შემოგვაქვს, ასეთ შემთხვევაში ასეთ ტიპის ნაბიჯის გადადგმისაგან თავს შევიკავებდით. ეს არის დამოკიდებული იმაზე, როგორი შემოთავაზება იქნება კოლეგების მხრიდან”, – განაცხადა ძიძიგურმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან დასმული კითხვის საპასუხოდ.
პარლამენტში ინიცირებული “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი მმართველი გუნდის პირობას – მაჟორიტართა არჩევის ბარიერის 50%-მდე გაზრდის შესახებ არ ითვალისწინებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით იხილავს ცვლილებებს, რომელიც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრების შეცვლას ითვალისწინებს.

news
: news დეკემბერი 8, 2015 16:47 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics