იანუკოვიჩმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა

იანუკოვიჩმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა

იანუკოვიჩმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსაუკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
“მინდა დავბრუნდე პოლიტიკაში. ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემს ხელშია. ბევრს ვეხმარები ადამიანებს, რომელთაც ახლა უკრაინაში დევნიან და რომლებიც დასავლეთში არიან გასული” – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
მან ასევე თქვა, რომ უკრაინის ყველა ყოფილ პოლიტიკოსთან კონტაქტზეა და რომ “ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ, როცა ერთად ვიკრიბებით და სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ”.
იანუკოვიჩს კონკრეტულ გეგმებზე არ უსაუბრია.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი გიორგი ქადაგიძის ზარს ელოდება
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევის წესის შემოღებასთან დაკავშირებით პარტიების პოზიციას ელოდება