გუშინ გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს.
როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდნარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები.
მომხდარის დეტალებს რამდენიმე წუთში მოგაწვდით.