“შესაძლოა სიებს ვინმე ადგენდეს”- დავით ნარმანია ოცნების სასარგებლოდ შეგროვებული სიებზე

თბილისის მერი არ უარყოფს ფაქტს, რომ საჯარო დაწესებულების თანამშრომლები შესაძლოა მმართველი გუნდის მხარდამჭერთა სიებს ადგენდნენ, თუმცა ამას კანონდარღვევად არ მიიჩნევს:
„შესაძლოა სიებს ვინმე ადგენდეს, მაგრამ სიის შედგენა, რომელიც ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს ჩემის აზრით, არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ხელმძღვანელის გადადგომაზე ვისაუბროთ ან უაპელაციოდ ვთქვათ, რომ ეს არის კანონის დარღვევა. ჩვენის მხრიდან შიგნით საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა რაიმე სახის არსებითი გადაცდომა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის თქმით მერიაში შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა გადაცდომა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიამკვლელობა ოზურგეთში – მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს