მიმდინარე წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიას ვერ აიღებენ

შვედეთის აკადემიამ მიმდინარე წელს ლიტერატურაში ნობელის პრემიის გაცემაზე უარი თქვა. გადაწყვეტილება დაკავშირებულია სკანდალთან, რომელიც აკადემიის ერთ-ერთი წევრის ქმარს, ჟან-კლოდ არნოს უკავშირდება. მას სექსუალურ შევიწროვებებში ადანაშაულებენ. “შვედეთის აკადემიაში არსებული კრიზისი უარყოფითად იმოქმედა ნობელის პრემიაზე. ეს გადაწყვეტილება სიტუაციის მთელ სერიოზულობას უსვამს ხაზს და ის პრემიის რეპუტაციის შენარჩულებაში დაგვეხმარება” – ნობელის პრემიის საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი – “ბიბისი” წერს.

აკადემიის გადაწყვეტილებას მხარი ნობელის კომიტეტმაც დაუჭირა. ამასთანავე, ის გავლენას არ იქონიებს მიმდინარე წელს სხვა სფეროებში პრემიის გაცემაზე. ლიტერატურის დარგში მომდევნო ლაურეატს 2019 წელს დაასახელებენ.

ფოტოგრაფი არნო შვედი პოეტის კატარინა ფროსტენსონის ქმარია, რომელიც აკადემიაში 1992 წელს აირჩიეს. გასული წლის ნოემბერში არნო 18-მა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროვებაში. მათი თქმით, შევიწროვების რამდენიმე ეპიზოდი აკადემიის შენობაში მოხდა. ფოტოგრაფი ყველა ბრალდებას უარყოფს. სკანდალიდან რამდენიმე ხანში აკადემიამ ორგანიზაციიდან კატარინა ფროსტენსონის გარიცხვას უყარა კენჭი.
გარდა ამისა, აკადემიაში სხვა სკანდალიც აგორდა – ცნობილი გახდა, რომ მისი რამდენიმე წევრი წლების მანძილზე არღვევდნენ წესს მომავალი ლაურეატის სახელის გაუსაჯაროვებლობის შესახებ. ამის გამო ფროსტენსონთან ერთად აკადემიიდან ორგანიზაციის მდივანი სარა დანიუსიც გარიცხეს.
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გაიცემა. ბოლოს 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს გადაიტანეს პრემიის გადაცემა.

banner
წინა სტატიაშიჰავაიში ვულკან კილაუეას გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა
შემდეგი სტატიაჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა