ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

ჩინეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი  სავაჭრო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა – 4 მაისს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა. ამერიკის დელეგაციამ, რომელსაც ფინანსტა მინისტრი სტივენ მნუჩინი ხელმძღვანელობდა, პეკინი დატოვა. ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო “სინხუამ” დაწერა, რომ მთელ რიგ საკითხებში ისევ არსებობს უთანხმოება, ამასთანავე, სააგენტოს ცნობით, მხარეები მოლაპარაკებებს ისევ მიუბრუნდებიან.
აშშ-მ მთელ რიგ  ქვეყნებთან მიმართებაში გადასახადები შემოიღო. მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები და ჩინეთი.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიას ვერ აიღებენ
შემდეგი სტატიამაჰმუდ აბასმა ჰოლოკოსტის შესახებ გამოთქმული აზრის გამო ბოდიში მოიხადა