მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ისინი პეტიციის შედგენას გეგმავენ, სადაც სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გაუქმებასა და უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას მოითხოვენ. დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საინიციატივო ჯგუფი შეუშვა.

სააკაშვილის გუნდის წევრები და მხარდამჭერები მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპროტესტებენ და აქციას მართავენ.

 

https://youtu.be/nI-4uX436JQ

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: არჩევნები დედაქალაქში დასრულდება პირველივე ტურში
შემდეგი სტატიაპროკურატურამ “ბავშვთა სამყაროს” დირექტორი დააკავა