კახი კალაძე: არჩევნები დედაქალაქში დასრულდება პირველივე ტურში

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მორიგ კვლევას თბილისის მერობის კანდიდატები ეხმაურებიან. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის თქმით, “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი” ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს მოსაზრება იმისა, რომ მეორე ტური არის გარდაუვალი.

“კვლევები, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ტარდებოდა აბსოლუტურად ყველა იყო ცდომილებაში. ეს კვლევები სხვა რამეს უკავშირდება. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება იმისა, რომ მეორე ტური არის გარდაუვალი, ეს ხდება ამ ორგანიზაციის მიერ მიზანმიმართულად, რაც არ არის რეალური და მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თბილისის და თბილისელების მხარდამჭერით არჩევნები დედაქალაქში დასრულდება პირველივე ტურში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურს პროგნოზირებენ და ხაზს უსვამენ კვლევის იმ გარემოებას, რომ თბილისში ოპზოციის მხარდაჭერა ორჯერ აღემატება სახელისუფლებო რეიტინგს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა და უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა