მიხეილ სააკაშვილი: თუ დიქტატურის შესაჩერებლად სიცოცხლის გაღება გახდება საჭირო, მე მზად ვარ შევწირო იგი!

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა თავის მომხრეებს 17 დეკემბერს მონაწილეობა მიიღონ საპროპტესტო მარშში, რომლის მთავარი მოთხოვნა იქნება პრეზიდენტ პოროშენკოს იმპიჩმენტი. ამის შესახებ მან დაწერა “ფეისბუკის”  პირად გვერდზე.


“ხვალ ყველანი უნდა გავიდეთ მარშზე იმისთვის, რომ შევაკავოთ ხელისუფლება დიქტატურისკენ მიმართული უკანასკნელი ფატალური ნაბიჯისგან და, შესაბამისად, ვიხსნათ ქვეყანა კატასტროფისგან”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მისი განცხადებით, ილიგარქის ხელისუფლებისგან ჩამოშორების საკითხში კომპრომისი არ დაიშვება. სხვა მოთხოვნებს შორის მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა : ჩაურევლობა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში, პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა, ანტიკორუფციული სასამართლობის შექმნა და იმპიჩმენტის მექანიზმის შექმნა. იგი ასევე წერს, რომ “დაუშვებელია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიეცეს საბაბი ითამაშოს ქვეყანაში არსებულ უთანხმოებაზე”.
“ქვეყნის შენჯღრევას არ ვაპირებთ, მაგრამ ჯიხურს ავიღებთ ბოლომდე.სწორედ ამ მიზნით ხვალ გამოვდივართ მარშზე იმპიჩმენტის მოთხოვნით… და ბოლოს, თუ დიქტატურის შესაჩერებლად სიცოცხლის გაღება გახდება საჭირო, მე მზად ვარ შევწირო იგი! მე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე! დიახ, მე გადაწყვეტილი მაქვს ვიმოქმედო მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ!”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილის სკანდალური განცხადება