მიხეილ სააკაშვილი: საქართველოსთვის ჩემი გადაცემა უკრაინაში მასობრივ გამოსვლებს გამოიწვევს

“უკრაინაში ნებისმიერი რაღაც, რომ მე ციხეში აღმოვჩნდე, დიდ ალბათობით, გამოიწვევს მთავრობის დამხობას, მინიმუმ მასობრივ გამოსვლებს,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემული ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის აზრით, საქართველოსთვის მისი გადაცემა უკრაინაში მასობრივ გამოსვლებს გამოიწვევს. მან გაიხსენა, რომ მისი დაკავების დროს უკრაინაში 60 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

“უკრაინაში ნებისმიერი რაღაც, რომ მე ციხეში აღმოვჩნდე, დიდ ალბათობით, გამოიწვევს მთავრობის დამხობას, მინიმუმ, მასობრივ გამოსვლებს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოსა და მესამე პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და პეტრო პოროშენკო შეთანხმდნენ, რომ მის წინააღმდეგ ერთად იმოქმედონ. მისივე ინფორმაციით, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს დეპორტაციაზე პოლონეთში. „უკრაინის პროკურატურამ იმიტომ თქვა უარი ჩემს შინა პატიმრობაზე, რომ მოამზადონ ქვეყნიდან დეპორტაცია,“ – ამბობს სააკაშვილი.

ციხეშიც რომ ჩამსვან, უკრაინაში თუ საქართველოში, იქიდანაც ვიბრძოლებ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ საუბრისას განაცხადა.

,,ჩემი მაგალითია პოლიტიკაში უინსტონ ჩერჩილი. ეს ხალხი არავის გაახსენდება, ზუსტად ასეე აკრიტიკებდნენ ჩერჩილს. მე არ ვიხევ უკან და ამიტომ მივაღწევ გამარჯვებას.

როცა გაქვს იდეა არ უნდა წახვიდე კომპრომისებზე, კუდის ქიცინზე და შუალედის დაჭერაზე. ჩვენი პოზიციები გაიმარჯვებს ხვალ. როგორც ყველას ეჩვენებოდა რომ ჩერჩილი გიჟი, ლოთი და კლოუნი იყო, ბოლოს ყველა მის პოზიციაზე დადგა. მე მიმაჩნია, რომ უნდა წავიდეთ იქით და არა იქით, სადაც დინებაა.

ჩემი უკრიანაში ბრძოლა არის სისტემასთან ბრძოლა. მე ვუთხარი პოროშენკოს როგორ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მე ვუთხარი, მას როგორ მივეცით შევარდნაძეს გარანტიები. სხვა რამეზე ლაპარაკი რომ მდომოდა, ეხლა შოკოლადში ვიჯდებოდი. უამრავი შემოთავაზებ იყო ფინანსური, მაგრამ როგორც არ წავედი ივანიშვილთან, პუტინთან, პატარკაციშვილთა, შევარდნაძესთან გარიგებაზე, ისე არ წავალ პოროშენკოსთან გარიგებაზე. ამათ რომ ჩემი არ ეშინოდეთ და ამ ხალხის არ ეშინოდეთ, რატომ გააკეთებდნენ ამდენ პროვოკაციას, რატომ აღძრავდნენ ამდენ სისხლისს ამართის საქმეს და დაიწყებდნენ ჩემს დეპორტაციაზე ფიქრს, იმიტომ რომ მათ ეშინიათ , ესაა მთელი ამათი ისტორია. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, ციხეშიც რომ ჩამსვან, იქიდანაც ვიბრძოლებ, საქართველოშიც და უკრაინაშიც, გამაგდებენ ევროპაში იქიდანაც ვიბრძოლებ“ – განაცხადა სააკაშვილმა.

„ამ ქვეყანას მართავენ ოლიგარქები და ამ ქვეყანას ჰყავს ერთი მტერი, პუტინი,“ – აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ნაციონალური მოძრაობის ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშიმოსული დღეს (ფოტო)
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: უსამართლობაა ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ციხეში ჯდომა