მიხეილ სააკაშვილი: უსამართლობაა ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ციხეში ჯდომა

“უკიდურესად უსამართლობაა ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ციხეში ჯდომა. ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ არიან მძევლები, ვანოს შემთხვევაში უკვე დოკუმენტური გადაწყვეტილებაა,“ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ მერაბიშვილი და ახალაია ციხეში სხედან.

„ყველას დიდი სისუსტეა, რომ ეს რომ დავუშვათ ჩვენ თვალწინ ალპობენ ციხეში, ადამიანს, ვანოს ვგულისხმობ, რომელმაც ააშენა რაბათი, შექმნა ახალი პოლიცია, რომელმაც მაგრად გაუძლო რუსეთის სპეცსამსახურების შემოტევას, რაღაც მომენტში გაარღვიეს ეს ფრონტი. ბაჩო ახალაიამ ახალი ქართული წარმოება შექმნა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: საქართველოსთვის ჩემი გადაცემა უკრაინაში მასობრივ გამოსვლებს გამოიწვევს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: არანაირი ცალკე პარტიული კანდიდატი ეფექტური არ იქნება