მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი მფრინავის კონგოში დაღუპვის ამბავი, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ივანიშვილს

როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ჩვენი ექვსი მეზღვაური დააკავეს, თბილისში შევქმენი შტაბი და სომალში ვაფრინე ჯგუფი გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით. გიორგიმ, თავის მხრივ, იქირავა სპეციალური დანიშნულების რაზმი ბულგარეთიდან და ადგილობრივი ძალოვნები და რამდენიმე კვირიანი მცდელობის შედეგად, ყველა ჩვენი მოქალაქე უვნებელი გამოვიხსენით, ასევე მათთან ერთად გავათავისუფლეთ რამდენიმე თურქი მძევალი. გათავისუფლებულებს სტამბულის აეროპორტში წითელ ხალიჩაზე ერდოღანთან ერთად დავხვდი და მთელი თურქეთი მადლობას გვიხდიდა. ის, რაც ვერ შეძლეს მათ, გავაკეთეთ ჩვენ. თუ მართალია ჩვენი მფრინავის კონგოში დაღუპვის ამბავი, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ივანიშვილს, რომელმაც ჯერ თითქმის ნულამდე შეამცირა საქართველოს საჰაერო ძალები და სიმწრით მომზადებულ მფრინავებს აიძულა ლუკმა პურის საშოვნად უცხოეთში წასვლა და შემდეგ განსაცდელში მიატოვა სოსო ოსორაული.

მიხეილ სააკაშვილი

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) კონგოელ ამბოხებულთა ლიდერი: თქვენი მოქალაქის ევაკუაციისთვის ვემზადებოდით, როცა შეტაკება მოხდა და დაიღუპა
შემდეგი სტატია,,მოუწოდებ იმედის ტელევიზიას დააჭირონ ენას კბილი,,