(ვიდეო) კონგოელ ამბოხებულთა ლიდერი: თქვენი მოქალაქის ევაკუაციისთვის ვემზადებოდით, როცა შეტაკება მოხდა და დაიღუპა

კონგოელ ამბოხებულთა ლიდერი”იმედთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული 13 ან 14 მაისს, კონგოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი ოპერაციის მოგერიებისას დაიღუპა.

ორგანიზაცია “23 მარტის” ლიდერი ამბობს, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებისგან გამოსასყიდი არ მოუთხოვიათ, რადგან ტერორისტები ან კრიმინალური დაჯგუფება არ არიან. მისივე თქმით, თითქმის გადაწყვეტილი იყო სოსო ოსორაულის გადაცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის, რომ კონგოს სახელისუფლო ძალებმა შტურმი დაიწყეს და ამბოხებულთა ექვს მებრძოლთან ერთად, ქართველი მფრინავიც დაიღუპა:
ჩვენ არ ვართ კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ფულს ითხოვს მოქალაქის გასათავისუფლებლად. მოლაპარაკებებში თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან ხაზგასმით განვმარტეთ, რომ ჩვენ ფულს არ ვითხოვდით.
ერთადერთი, რასაც ვითხოვდით თქვენი ხელისუფლებისგან იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც წაიყვანდნენ თქვენს მოქალაქეს, არ მიეცათ მისთვის კონგოში კონგოელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოსვლის უფლება”, – განაცხადა იმედის კვირასთან ინტერვიუში ბერტრან ბისიმვამ.
“თქვენი მოქალაქე 2017 წლის 13 ან 14 მაისს დაიღუპა. კონგოს სამთავრობო ჯარი თავს მოულოდნელად დაგვესხა. ჩვენ თქვენი მოქალაქის ევაკუაციისთვის ვემზადებოდით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციისთვის უნდა გადაგვეცა.
ამ დროს კონგოს ხელისუფლებამ განახორციელა ეს ოპერაცია, რა დროსაც თქვენი მოქალაქე დაიღუპა. ამ შეტაკებისას ჩვენი 6 მებრძოლიც დაიღუპა, რომლებიც თქვენი მოქალაქის უსაფრთხოებას იცავდნენ”, – აცხადებს ამბოხებულთა ლიდერი.

banner
წინა სტატიაშიდავით ოქიტაშვილი: „ამ პოსტის დაწერა არ მინდოდა, მაგრამ…“
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩვენი მფრინავის კონგოში დაღუპვის ამბავი, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ივანიშვილს