მერლინ მონროს კაბა 5 მილიონ დოლარად გაიყიდა

კაბა, რომლითაც მსახიობმა მერლინ მონრომ პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღის სიმღერა უმღერა, ბევერლი-ჰილზში აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
კაბა თავდაპირველად 3 მილიონად იყო შეფასებული – ის ყველაზე ძვირადღირებული გახდა, რაც კი ოდესმა გაყიდულა აუქციონებზე.
დიზაინერ ჟან ლუის კაბა 2 500 კრისტალით არის გაწყობილი – ის მუზეუმმა “გინდ დაიჯერეთ, გინდ არა”-მ იყიდა.
კაბა ისე იჯდა მონროს სხეულზე, გეგონება კანიაო – საიდუმლო იმაშია, რომ კაბების უმეტესობას პირდაპირ მის ტანზე კერავდნენ გამოსვლის ან გადაღების წინ – “ბიბისი” წერს.

მერნინ მონრო კენედისათვის დააბდების დღის მილოცვიდან სამ თვეში გარდაიცვალა. 1962 წლის ეს გამოსვლა მონროს უკანასკლენი გასვლა იყო სცენაზე. ჯონ კენედი კი ერთი წლის შემდეგ მოკლეს.

21

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: თითოეულ განცხადებაზე პასუხს ვაგებ, რომელიც ჩემს მიერ კეთდებოდა
შემდეგი სტატია(VIDEO) “იმიტომაც მოიცილეთ… ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს მოკითხეთ, როგორ გახადა საქართველო მილიონერი”