ირაკლი კობახიძე: თითოეულ განცხადებაზე პასუხს ვაგებ, რომელიც ჩემს მიერ კეთდებოდა

news
ავტ.: news ნოემბერი 18, 2016 16:14

ირაკლი კობახიძე: თითოეულ განცხადებაზე პასუხს ვაგებ, რომელიც ჩემს მიერ კეთდებოდა

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე თითოეულ იმ განცხადებაზეა პასუხისმგებელი, რომელსაც ის წინასაარჩევნოდ აკეთებდა.

ამის შესახებ კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საპასუხოდ, ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება განცხადებათა სიმძაფრეს, ეს აუცილებელი იყო იმ პერიოდში, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩამოყალიბდა. სწორედ ამ სიმართლემ მისცა მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და რომლის შედეგი ის შემადგენლობაა, რასაც პარლამენტი წარმოადგენს.

მზადყოფნას გამოვთქვამ, ვიყო ნეიტრალური ჩემს საპარლამენტო საქმიანობაში. პარლამენტის თავმჯდომარის როლი და ფუნქცია სათანადოდ მესმის. თითქოს, ხელისუფლების ყველა ქმედებას ვამართლებდი. გთხოვდით, ასეთი ერთი ფაქტი მაინც დაასახელოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის თქმით, მისი გამოსვლები არგუმენტირებული იყო და მტკიცებულებებს ეფუძნებოდა.

news
ავტ.: news ნოემბერი 18, 2016 16:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics